მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი მენდი ავტომობილის აკრძალულ ადგილას პარკირებისთვის დააჯარიმეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" 24 ივლისს "მონაკოსგან" 23 წლის ფრანგი ბენჟამინ მენდი 57.7 მილიონ ევროდ შეიძინა და ხუთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა. მენდი, რომელსაც ახალ დანი ალვეშს ეძახიან, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.

ბარძაყის ტრავმის გამო ჯერ ვერ თამაშობს, ქალაქში თავისი 250-ათასფუნტიანი Ferrari F12 F2X-ით მოძრაობს. დღეს სუპერმარკეტში შევიდა, ავტომობილის აკრძალულ ადგილას პარკირებისთვის კი პოლიციელმა 60-ფუნტიანი ჯარიმა გამოუწერა და საქარე მინაზე დაუტოვა.

ამჟამად სასტუმრო "რედისონში" ცხოვრობს და შესაძლოა, 26 აგვისტოს "ბორნმუთთან" ითამაშოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული