სერხიო აგუეროზე პოლიციაში შეტანილი საჩივარი სტიუარდმა უკან გაიტანა

AutoSharing Option
პრემიერლიგაზე "ბორნმუთთან" მატჩის 97-ე წუთზე "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის რახიმ სტერლინგის გატანილ გამარჯვების მომტან გოლს ერთი ამბავი მოყვა. სტერლინგმა გუნდის ფანებთან მიირბინა და ამ დროს "სიტის" თავდამსხმელს სერხიო აგუეროს სტიუარდებთან შეხლა-შემოხლა მოუხდა.

ერთ-ერთმა სტიუარდმა განაცხადა, რომ "კუნმა" ხელი დაარტყა, პოლიციაში იჩივლა, თუმცა შემდეგ საჩივარი უკან გაიტანა.

"ქალაქელთა" მენეჯერი პეპ გვარდიოლა კი აღაშფოთა მსაჯის მაიკ დინის მიერ სტერლინგის გაძევებამ:"მითხარით ერთი, რატომ არ შეგვიძლია გოლი გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმოთ? იქნებ, ქომაგები არ შევუშვათ სტადიონზე? ვერ გამიგია. ეგებ ვინმემ დამირეკოს და ამიხსნას, რაშია საქმე. ახლა
რახიმი "ლივერპულთან" ვერ ითამაშებს".

ცნობისათვის, რახიმი პრემიერლიგის 162 მატჩში და საერთოდ, საკლუბო კარიერაში არასოდეს არ გაუძევებიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული