ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან მჯდომი რუნი პოლიციამ გააჩერა

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონის" ვეტერან თავდამსხმელს, უეინ რუნის თურმე ალკოჰოლური სასმელები უყვარს და არაერთხელ შეუნიშნავთ ნასვამ მდგომარეობაში. მაგალითად, შარშან ინგლისის ნაკრების მიერ შოტლანდიელთა დამარცხების შემდეგ ისე დათვრა, რომ ფეხზე ძლივს იდგა. გუშინ ის წვეულებიდან ბრუნდებოდა თავისი ავტომობილით და პოლიციამ თავის სახლთან ახლოს გააჩერა. როგორც "დეილი მეილი" იტყობინება, "შრეკი" ფხიზელი არ იყო. უეინი გუნდის საწვრთნელ ბაზასთან ახლოს, 6-მილიონფუნტიან სახლში უკვე 12 წელია ცხოვრობს.

აღნიშნულმა გამოცემამ აგრეთვე გამოაქვეყნა რუნის მეუღლის, კოლინის მალიორკაში გადაღებული ფოტო. უეინს და კოლინს სამი შვილი ჰყავთ: კაი, კლაი და კიტი,
მეოთხეს ელოდებიან და მალე 10 მილიონად შეძენილ სახლში გადაბარგდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული