როგორც გაუწყეთ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლივერპულის "ევერტონის" ვეტერანი ფორვარდი უეინ რუნი ავტომობილს მართავდა და თავისი სახლის მახლობლად პოლიციამ დააკავა. ის შინ წვეულებიდან ბრუნდებოდა.
ინგლისური პრესის ცნობით, "შრეკი" გირაოს გადახდის შემდეგ თავდებით გაანთავისუფლეს, სასამართლო კი 18 სექტემბერს გაიმართება და ალბათ, მართვის მოწმობასაც ჩამოართმევენ და გვარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს. თუმცა, მისნაირი შეძლებული კაცისთვის ეს დიდი პრობლემა არაა.
ისე, სურათიდანაც კარგად ჩანს, რომ მომხდარის გამო ვერ იყო მთლად კარგ ხასიათზე, მითუმეტეს ნაბახუსევზე პოლიციის განყოფილებაში მოუწია ყურყუტი და იქიდან თავისმა აგენტმა პოლ სტრეტფორდმა წაიყვანა.
00:51 02-09-2017
უეინ რუნი გირაოთი გაანთავისუფლეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული