კლოპმა კოუტინიო "ბარსელონაში" არ გაუშვა

AutoSharing Option
ძალიან უნდოდა "ბარსელონაში" გადასვლა "ლივერპულის" ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს, რომელმაც ზურგის ტრავმა მოიმიზეზა, "წითლებში" ამ სეზონში არ იასპარეზა, ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში კი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირზე ეკვადორთან მატჩის 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და გოლიც გაიტანა.

ფილიპეს წასვლას წინ აღუდგა გუნდის მენეჯერი იურგენ კლოპი. "ტაიმსის" ჟურნალისტის პოლ ჯოისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალ კვირაში კოუტინიო "ლივერპულში" ვარჯიშს განაახლებს და არაა გამორიცხული, პრემიერლიგის მე-4 ტურში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ითამაშოს.

"ლივერპული" ფილიპეს ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც შეიყვანს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია ლივერპული კოუსტან ერტად ოტხეულისტვის იბრდზოლებს
reali
15:53 02-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული