"ტოტენჰემის" ახალი არენა მწყობრში 2018 წელს ჩადგება

AutoSharing Option
ჩრდილოეთ ლონდონში ახალი სტადიონის მშენებლობა "ტოტენჰემს" საერთო ჯამში 850 მილიონი ფუნტი დაუჯდება. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და არენა, რომელიც 59 559-ადგილიანი იქნება, 2018 წლის სეზონის დასაწყისისთვის უნდა იყოს მზად.

"დეზების" ძველი სტადიონი, 1899 წელს აგებული 36 240-ადგილიანი "უაით ჰარტ ლეინი" კი, რომელიც ახლის გვერდით მდებარეობდა, დაანგრიეს და მის ადგილას კლუბი სავაჭრო და გასართობ ცენტრებს აშენებს.

"ტოტენჰემი" ამჟამად "უემბლიზე" თამაშობს, "ჩელსისთან" და "ბარნლისთან" მატჩებზე 70 ათასი გულშემატკივარი მივიდა, მასპინძლებმა ამ ორ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აიღეს და თვლიან, რომ ეს
არენა მათი გუნდისთვის თარსია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული