გუშინ 39 წლის ფრენკი "არისტოკრატების" საწვრთნელ ბაზას ესტუმრა კობჰემზე და 18-წლამდელების წვრთნაში მიიღო მონაწილეობა. ამ გუნდს მისი ძველი მეგობარი ჯოდი მორისი უდგას სათავეში, რომელიც მისი ტოლია, მასსავით ნახევარმცველი გახლდათ და 4 წელია კლუბის აკადემიაში მუშაობს.
ლამპარდმა ჭაბუკებს ე.წ. კვადრატის თამაში შესთავაზა და კარგა ხანს იბურთავა მათთან ერთად.