რუნის მეუღლე ქმრისთვის შვებულებას ითხოვს

AutoSharing Option
როგორც იცით, „ევერტონის“ ვეტერანი თავდამსხმელი უეინ რუნი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათვის დააკავეს, გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს და 18 სექტემბერს მისი სასამართლოა დანიშნული.

დაკავების მომენტში შრეკს თან ახლდა მეძავი ლაურა სიმპსონი, ხოლო მალიორკადან დაბრუნებული მისი მეუღლე კოლინი, რომელსაც სამი შვილი ყავს და ორსულადაა, მშობლების სახლში მივიდა და თანამეცხედრეს განუცხადა, რომ არ ეჭვიანობს, უფრო სასამართლოს ამბავი აღელვებს და სთხოვა ხანმოკლე შვებულება აიღოს. „მირორი“ წერს, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად უეინს ფეხბურთის მეორე პლანზე დაყენება მოუწევს.

რა თქმა უნდა, ეს არ აწყობთ კლუბის ხელმძღვანელებს. „ევერტონის“
თავმჯდომარე ბილ კენუარტი უკვე ესაუბრა რუნის და თქვა, რაც ვილაპარაკეთ, ვერ გაგიმხელთ, ეს ჩვენი საქმეა და სახალხოდ განსახილავი არააო.

გულშემატკივრების ნაწილი, რომლებსაც ლარბერტ ირიფი წარმოადგენს, თვლის, რომ უეინს შვებულება ესაჭიროება, უმეტესობა კი ამის წინააღმდეგია. ამბობენ, რამ გადაღალა, ნაკრებში აღარ თამაშობს, 9-საათიანი სამუშაო დღე მაგას არა აქვს, რომ მიეცეს შვებულება, რა, კოლინს სარეცხს დაურეცხავს თუ ბავშვების ძიძა გახდებაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული