პრემიერლიგაზე "არსენალთან" მატჩში "ჩელსის" ბრაზილიელმა ცენტრბეკმა დავიდ ლუისმა ხელი მოიტეხა. მას ზედ შესვენებაზე გასვლის წინ "მეთოფეთა" თავდამსხმელმა ალექსანდრ ლაკაზეტმა ხელი კრა, სარეკლამო ფირნიშს მიეჯახა და სამედიცინო დახმარება დაჭირდა.
ნაანტრაქტევს დავიდი მოედანზე ხელშეხვეული დაბრუნდა, 87-ე წუთზე კი სეად კოლაშინაცთან უხეშობისათვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.
ლუისს დისკვალიფიკაციის გამო 3 თამაშის გამოტოვება მოუწევს.