რუნიმ მძღოლად "მანჩესტერის" პირადი მცველი აიყვანა

AutoSharing Option
იმის გამო, რომ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათვის ლივერპულის "ევერტონის" თავდამსხმელს უეინ რუნის 18 თვით აუკრძალეს მანქანის მართვა, მძღოლი დაჭირდა და სამუშაოზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ყოფილი თანამშრომელი დემიან ჰოლი აიყვანა, რომელიც Big Ginge-ს მეტსახელითაა ცნობილი.

ჰოლი "1990 წლიდან "მანიუს" Controlled Solution Group (CSG)-ის უსაფრთხოებისა და განვითარების სამსახურის დირექტორი იყო, მაგრამ შრეკის აგენტმა პოლ სტრედფორდმა დაიყოლია და უკეთესი გასამრჯელოს გულისთვის რუნის მოემსახურება. ისიც სათქმელია, რომ დემიანი უეინსა და მის ოჯახს დიდი ხანია ახლოს იცნობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული