ინგლისური მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს "ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი. 49 წლის ხორვატის შემცვლელად "დორტმუნდის" ყოფილ დამრიგებელ თომას ტუხელს ასახელებენ. ლაპარაკია მაურიციო სარის კანდიდატურაზეც, მაგრამ რთული წარმოსადგენია, ამ უკანასკნელმა "ნაპოლი" დატოვოს.
"სიმართლე გითხრათ, წასვლაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მხოლოდ მომავალი მატჩისთვის ვემზადებით, რომელშიც "სუონსის" უნდა დავუპირისპირდეთ. ახლა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ბილიჩმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"