ედენ აზარი პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება

AutoSharing Option
"დეილი ექსპრესის" ინფორმაციით, ედენ აზარი "ჩელსისთან" ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა.

წყაროს თანახმად, 26 წლის ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 300 ათას გირვანქამდე გაიზრდება. ამ მონაცემით ბელგიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. მოქმედი კონტრაქტი აზარს 2020 წლამდე აქვს, მისი საკვირაო გასამრჯელო კი 220 ათას გირვანქას შეადგენს.

აზარი "ჩელსიში" 2012 წლიდან თამაშობს. ის ლონდონურ გრანდში ფრანგული "ლილიდან" 35 მილიონ ევროდ მივიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული