"მანჩესტერ იუნაიტედს", თურმე, მესუთ იოზილის გადაბირება სურს. გერმანიის ნაკრებისა და "არსენალის" 28 წლის ნახევარმცველის კონტრაქტი სეზონის ბოლოს მთავრდება და უკვე აქედანვეა ცნობილი, რომ ის აღარ გაგრძელდება. მიზეზი ბანალურია: იოზილი ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან "არსენალის" ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ელიან.
"მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კი დარწმუნებულია, რომ გერმანელის გადაბირებას მოახერხებს. "ტრანსფერმარკტი" იოზილს 50 მილიონ ევროდ აფასებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"