Facebook-მა შესაძლოა პრემიერლიგის ტრანსლირების უფლება იყიდოს

AutoSharing Option
Facebook-ის სპორტული დეპარტამენტის უფროსმა დენ რიდმა განაცხადა, რომ 2018 წელს სოციალური ქსელი ინგლისური პრემიერლიგის გაშუქების უფლების ყიდვას შეეცდება, რომელიც სამ სეზონზე იქნება გათვალისწინებული.

- პრემიერლიგა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ ამ უფლებას ვიყიდით, ჯერ ნაადრევია.

- მაგრამ თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ამ უფლებისთვის იბრძოლებთ?
- თავისთავად არ გამოვრიცხავ - თქვა რიდმა.

გასულ წელს Facebook-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რეკლამაზე 20 მილიარდი დოლარი იშოვა. პლატფორმის აუდიტორია თვეში 2 მილიარდი მომხმარებელია. ამასთან ერთად, 650
მილიონი აქედან სპორტული გულშემატკივრებია.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული