ორიოდ დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 29 წლის მექსიკელი თავდამსხმელი ჩიჩარიტო ლონდონის "ვესტ ჰემის“ დატოვებას აპირებს და ან "ვალენსიაში“ გადაბარგდება ან "სევილიაში“.
ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "ვესტ ჰემში“ თავს ბედნიერად გრძნობს და გუნდის გამოცვლას არ გეგმავს.
ამ სეზონში პრემიერლიგაზე მან 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა.