გარი კეინს თევზის ჭამას აიძულებენ

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის“ 24 წლის თავდამსხმელი გარი კეინი შესანიშნავ ფორმაშია, პრემიერლიგაზე ამ სეზონში 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ინგლისის ნაკრებშიც საუკეთესოა და "მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა 170 მილიონ ფუნტად შეიძინოს.

თურმე, გარის თევზი არ უყვარს, მაგრამ პირადი მზარეული, რომელიც სახლში ყოველდღე უმზადებს სადილებს, ურჩევს თევზეულით ხშირად იკვებოს, რადგან სწორი და დაბალანსებული კვება აუცილებელია.

კეინს მზარეულმა თევზის შეწვაც ასწავლა, მოხარშვაც, მარინადის და წვნიანის მომზადებაც და ახლა ჩივის, კი არ ვგიჟდები თევზზე, მაგრამ საჭიროა და საკუთარ თავს ვაიძულებ მივირთვა, თანაც "სამი ლომის“ მწვრთნელი გარეთ
საუთგეითიც ამას მირჩევსო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლანდიის გიმნი მოგწონთ?


პ.ს. "ჰ" ასო ჯერ კიდევ გვაქვს...
elguja
16:15 14-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული