"პირველ ოთხეულში მოხვედრაზე ვაცხადებთ პრეტენზიას. ახლა იქა ვართ, სადაც ყოფნასაც ვიმსახურებთ. ბევრი შეცდომები დავუშვით, რაც გამოსასწორებელია. "დეზებს" ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ და ადვილად გვძლიეს, ძალიან ადვილად. მთელი ჩვენი თამაში ერთი დიდი შეცდომა იყო.
ამისთანა გუნდს ასეთი თამაშით ვერ დაამარცხებ. ჩემს ფეხბურთელებზე კარგს არაფერს არ ვიტყვი. მართლა არ მინდა ვინმე დავადანაშაულო. ლოვრენს სხვებზე უარესად არ უასპარეზია. ისე, გოლის გაშვების