ამ ამბავმა ერთობ გაახარა გუნდის ფანები და ერთ-ერთმა მათგანმა, 5 წლის ადამმა პირველი გოლის ავტორს, ავსტრალიელ ნახევარმცველს აარონ მუის წერილი და ხუთი ფუნტი გაუგზავნა. მან მიწერა, რომ კარგად ითამაშა, გოლი გაიტანა და ჯილდოც დაიმსახურა. თურმე, ადამს ფული სტადიონზე უპოვია.
კლუბის დირექტორმა შონ ჯარვისმა წერილი ტვიტერზე გამოაქვეყნა, ხოლო აარონმა ბავშვთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.