"ლივერპულმა" 18 წლის ბენ ვუდბერნს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
"ლივერპულმა" ახალგაზრდა თავდამსხმელს ბენ ვუდბერნს ახალი, ხანგრძლივვადიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა.

ის ამ გუნდში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მაიკლ ოუენის რეკორდი მოხსნა და უელსის ნაკრებში დებიუტისას, ავსტრიასთან მატჩში მოედანზე შესვლიდან 5 წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ენით გამოუთქმელი გრძნობა დამეუფლა. "ლივერპულში" რაც შეიძლება დიდხანს მინდა დავრჩე. ეს შესანიშნავია. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მწვრთნელს თავი მოვაწონო",-განაცხადა ბენმა.

"წითლების" მენეჯერს იურგენ კლოპს ძალიან მოსწონს ვუდბერნის თამაში და უელსის პრინცს ეძახის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული