ვენგერი "მანჩესტერ სიტისთან" მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-11 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სახლში ლონდონის "არსენალი" დაამარცხა 3:1 და 31 ქულით  ლიდერობს ჩემპიონატს.

ნამატჩევს "მეთოფეთა" მენეჯჯერი არსენ ვენგერი მსაჯობით ფრიად უკმაყოფილო გახლდათ:"არანაირი პენალტი არ ყოფილა, რახიმ სტერლინგს მომენტის გაფორმება ეხერხება. მესამე გოლისას კი თამაშგარე მდგომარეობა იყო. ხშირად ხდება ხოლმე, რომ არბიტრები მასპინძელთა სასარგებლოდ ცდებიან.

იმედგაცრუებული ვარ. მეტოქეს ნორმალურად რომ მოეგო, სხვა საქმეა, მაგრამ ეს არანორმალურია. გასულ სეზონში ოფსაიტიდან ჩვენს კარში გატანილი ორი გოლი ჩათვალეს. "ქალაქელთა" შეჩერება ძნელი იქნება".

"სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კი თქვა, ასეთი გამარჯვება არ მაწყობს,
მაგრამ მაგათ ეტყობა დაავიწყდათ "ბარლისთან" შეხვედრა 96-ე წუთზე ხელით გატანილი გოლით რომ მოიგესო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული