მოიესს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და თუ გუნდის მდგომარეობის გამოსწორებას მოახერხებს, ავტომატურად გაუხანგრძლივებენ.
სამუშაო მჭირდებოდა, კარგი გუნდი გვყავს, რომელიც ამჟამად არაა სასურველ მდგომარეობაში, ამას არ იმსახურებს და ეჭვი არ მეპარება, ვითარების შეცვლას მოვახერხებო, თქვა დევიდმა.
ბილიჩს შრომითი ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდებოდა და კომპენსაციის სახით 2 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.
მოკლედ, ყველა კმაყოფილია და ამიტომაა ასე სასურველი პრემიერლიგაში მუშაობა და თამაში.