პრემიერლიგა. XII ტური: ათამაშე ტრიო და მოიგე! [VIDEO]

AutoSharing Option
პრე­მი­ერ­ლი­გის გრან­დებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე ჰქონ­დათ. თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით "არ­სე­ნა­ლი"-"ტო­ტენ­ჰემს", "დი­დი ექ­ვ­სე­უ­ლის" ყვე­ლა გუნ­დ­მა მო­ი­გო. მდე­ვარ­თან 8-ქუ­ლი­ან ჰან­დი­კაპს ინარ­ჩუ­ნებს "მან­ჩეს­ტერ სი­ტი", რო­მელ­მაც და­გეგ­მი­ლი 3 ქუ­ლა წა­ი­ღო ლეს­ტე­რი­დან. ჩვენ კი ტუ­რის მთა­ვა­რი მატ­ჩით და­ვიწყოთ...

დღის მატ­ჩი თა­ვის­თ­ვი­საც, გუნ­დის­თ­ვი­საც...

"არ­სე­ნალ­მა" ჩრდი­ლო­ლონ­დო­ნ­ელ მომ­ხ­ვ­დურ­თან პირ­ვე­ლი­ვე ტა­იმ­ში გა­დაწყ­ვი­ტა თა­მა­შის ბე­დი და და­ამ­ტ­კი­ცა, რომ თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლით ღირ­სია, იყოს მო­წი­ნა­ვე­თა შო­რის, თუ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დე­ბა...

36-ე წუთ­ზე შკოდ­რან მუს­ტა­ფიმ ამ სე­ზონ­ში თა­ვი­სი პირ­ვე­ლი არ­სე­ნა­ლუ­რი გო­ლი გა­ი­ტა­ნა, რო­ცა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე მე­სუთ იოზი­ლის­გან (მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე BBC-ის ვერ­სი­ით) მი­ი­ღო პა­სი და
თა­ვუ­რით შე­არ­ხია უგო ლო­რი­სის კა­რის ბა­დე, ხუ­თი­ოდ წუთ­ში კი უკ­ვე ალექ­სის სან­ჩეს­მა და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა ალექ­სანდრ ლა­კა­ზე­ტის გა­და­ცე­მა.

ეგ იყო მხო­ლოდ, რომ მუს­ტა­ფის გო­ლი მოჰ­ყ­ვა ჯა­რი­მას, რო­მე­ლიც არ­ბიტრ მა­იკლ დი­ნის მხრი­დან ერ­თობ სა­ეჭვო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო. თუმ­ცა, სა­ერ­თო ჯამ­ში, "არ­სე­ნა­ლი" მე­ტო­ქე­ზე გა­ცი­ლე­ბით უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და მა­უ­რი­სიო პო­ჩე­ტი­ნოს სამ­სა­ჯო შეც­დო­მებ­ზე აპე­ლი­რე­ბა არას არ­გებს.

ლო­გი­კუ­რი იყო მე­ო­რე გო­ლიც და იქ­ვე, ლო­რის­მა კი­ნა­ღამ მე­სა­მე­დაც გა­მო­ი­ტა­ნა ბურ­თი ბა­დი­დან, რო­ცა სან­ჩესს რთუ­ლი ბურ­თი აუღო...
"ტო­ტენ­ჰე­მი" უჩ­ვე­უ­ლოდ ინერ­ტუ­ლი იყო. სა­მუნ­დი­ა­ლო პლეი ოფის ემო­ცი­ე­ბის­გან დაც­ლი­ლი კრის­ტი­ან ერიქ­სე­ნი თით­ქოს ცდი­ლობ­და შე­ტე­ვე­ბის გამ­წ­ვა­ვე­ბას, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, აშ­კა­რად ვერ აჩ­ვე­ნეს თა­ვი­ან­თი სტან­დარ­ტი ჰა­რი კე­ინ­მა და დე­ლე ალიმ, რო­მელ­თაც ტრავ­მე­ბის გა­მო სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩე­ბი გა­უც­დათ...

თუმ­ცა ვნა­ხეთ ორი ეპი­ზო­დი, რო­ცა "მამ­ლებს" ან­გა­რი­შის "დას­ვე­ლე­ბა" შე­ეძ­ლოთ - ჯერ მა­შინ, რო­ცა იმა­ვე ერიქ­სე­ნის დარ­ტყ­მუ­ლი ძელს მოხ­ვ­და, ხო­ლო ერიკ და­ი­ე­რის თა­ვუ­რი პეტრ ჩეხ­მა მო­ი­გე­რია.

"არ­სე­ნა­ლის" შე­ტე­ვა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო იოზი­ლი-სან­ჩე­სი-ლა­კა­ზე­ტის ტრი­ო­თი და მხო­ლოდ გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს, რა­ტომ არ იყე­ნებს არ­სენ ვენ­გე­რი ხში­რად ამ სა­მე­ულს, რა­ტომ აქვს ნაკ­ლე­ბი ნდო­ბა 52 მი­ლი­ონ ფუნ­ტად ნა­ყიდ ლა­კა­ზეტს? არა­და, რო­ცა კი მწვრთნე­ლი მათ და­ეყ­რ­დ­ნო, "მე­თო­ფე­ებ­მა" ყო­ველ­თ­ვის მი­ზან­ში მო­არ­ტყეს...

ასე იყო თუ ისე, "არ­სე­ნალ­მა" ბო­ლო 7 ურ­თი­ერ­თ­და­პი­რის­პი­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად სძლია "ტო­ტენ­ჰემს", ამ უკა­ნას­კ­ნელს კი "ემი­რე­ით­ს­ზე" ნა­თა­მა­შე­ბი 12 მატ­ჩი­დან მხო­ლოდ ერ­თი აქვს მო­გე­ბუ­ლი, ხო­ლო "დი­დი ექ­ვ­სე­უ­ლის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტუმ­რად ბო­ლოს 2016 წლის 14 თე­ბერ­ვალს ჰყავს და­მარ­ცხე­ბუ­ლი - 2:1 "მან­ჩეს­ტერ სი­ტის­თან".

კო­მენ­ტა­რე­ბი
მა­უ­რი­სიო პო­ჩე­ტი­ნო (ტო­ტენ­ჰე­მი): "სხვა­დას­ხ­ვა სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცემს თუ გა­დავ­ხე­დავთ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ თა­მა­ში თა­ნა­ბა­რი იყო. ზო­გა­დად კი იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ლი ვარ, რად­გან ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თა­ვი გა­და­დეს პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, მაგ­რამ არ დაგ­ვი­ფას­და, მა­ინც დავ­მარ­ცხ­დით. მი­მაჩ­ნია, რომ ან­გა­რი­ში არ შე­ე­ფე­რე­ბა თა­მა­შის ხა­სი­ათს. მატ­ჩის ბე­დი გა­დაწყ­ვი­ტა დე­ტა­ლებ­მა, რაც მა­ინ­ც­და­მა­ინც ჩვენს წი­ნა­აღ­მ­დეგ იყო".

არ­სენ ვენ­გე­რი (არ­სე­ნა­ლი): "ამა­ყი ვარ ჩე­მი გუნ­დით. ძა­ლი­ან კარ­გი ფეხ­ბურ­თი ვაჩ­ვე­ნეთ ყვე­ლა ას­პექ­ტ­ში, პლუს ამას, იყო უდი­დე­სი სურ­ვი­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბის და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე მოხ­და... მუს­ტა­ფი შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო, ისე­ვე, რო­გორც სამ­კა­ცი­ა­ნი დაც­ვა. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ იოზი­ლი­თაც - მან და­ამ­ტ­კი­ცა, რომ არა მხო­ლოდ დი­დე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტია, არა­მედ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად მუ­შა­ობს გუნ­დ­ზეც".

ფაქ­ტე­ბი
  • "არ­სე­ნალ­მა" მო­ი­გო ზე­დი­ზედ მე-11 პრე­მი­ერ­ლი­გუ­რი სა­ში­ნაო მატ­ჩი, რაც სა­უ­კე­თე­სო სე­რიაა 2005 წლის შემ­დეგ, რო­ცა თე­ბერ­ვალ-ნო­ემ­ბერ­ში მიჯ­რით 13 თა­მაშ­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე.
  • "ტო­ტენ­ჰე­მის" მწვრთნე­ლის რან­გ­ში მა­უ­რი­სიო პო­ჩე­ტი­ნომ 6 ლონ­დო­ნუ­რი დერ­ბი­დან წა­ა­გო 4.
  • "ტო­ტენ­ჰე­მის" მე­კა­რე უგო ლო­რისს არა­სო­დეს შე­უ­ნა­ხავს კა­რი "მშ­რა­ლად" "დი­დი ექ­ვ­სე­უ­ლის" გუნ­დ­ებ­თან სა­გა­რეო მატ­ჩებ­ში - 24 მატ­ჩ­ში გა­უშ­ვა 56 გო­ლი, ანუ სა­შუ­ა­ლოდ 2,3 გო­ლი ერთ თა­მაშ­ში.
  • "არ­სე­ნა­ლის" შემ­ტევ­მა ალექ­სის სან­ჩეს­მა და­ას­რუ­ლა 11-მატ­ჩი­ა­ნი უგო­ლო სე­რია "დი­დი ექ­ვ­სე­უ­ლის" გუნ­დე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ბო­ლოს მან "ჩელ­სის" გა­უ­ტა­ნა 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში.
  • შკოდ­რან მუს­ტა­ფიმ სა­მი­ვე პრე­მი­ერ­ლი­გუ­რი გო­ლი მე­სუთ იოზი­ლის პა­სე­ბით გა­ი­ტა­ნა.
  • პრე­მი­ერ­ლი­გა­ში დე­ბი­უ­ტის (2013) შემ­დეგ მე­სუთ იოზილ­მა 45 სა­გო­ლე პა­სი შე­ას­რუ­ლა - ყვე­ლა­ზე მე­ტი, ვიდ­რე მთა­ვა­რი ინ­გ­ლი­სუ­რი ლი­გის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ, და 21-ჯერ მე­ტი, ვიდ­რე "არ­სე­ნა­ლის" ყვე­ლა მო­თა­მა­შემ აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში.
  • ჰა­რი კე­ინ­მა 9-დან მე-7 ლონ­დო­ნურ დერ­ბი­ში ვერ შეძ­ლო გო­ლის გა­ტა­ნა.

 

 

სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თი პრე­მი­ერ­ლი­გის ის­ტო­რი­ა­ში?..

პეპ გვარ­დი­ო­ლას "მან­ჩეს­ტერ სი­ტიმ" კი­დევ ერ­თი თვალ­სა­სე­ი­რო სპექ­ტაკ­ლი დად­გა და უკ­ბი­ლო "მე­ლი­ებს" 2 უპა­სუ­ხო გო­ლი მი­არ­თ­ვა, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ "ქა­ლა­ქელ­თა" მო­გე­ბე­ბის სე­რია (ყვე­ლა ტურ­ნი­რის ჩათ­ვ­ლით) უკ­ვე 16 მატჩს უტოლ­დე­ბა.

"სი­ტი" მთე­ლი შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­მი­ნი­რებ­და. აქ ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი სა­თა­მა­შო პე­რი­პე­ტი­ებ­ზე - გვარ­დი­ო­ლას გუნ­დი ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით აღე­მა­ტე­ბო­და მე­ტო­ქეს, უფ­რო მთა­ვა­რი მატ­ჩის შემ­დ­გო­მი რე­აქ­ცი­ე­ბია, რო­მელ­თა­გან რამ­დე­ნი­მე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ თქვენს ყუ­რადღე­ბას.

მა­გა­ლი­თად, "ლეს­ტე­რის" ყო­ფილ­მა მწვრთნელ­მა დე­ვიდ პლიტ­მა თქვა, რომ დღეს­დღე­ო­ბით, არ ეგუ­ლე­ბა პრე­მი­ერ­ლი­გა­ში გუნ­დი, რო­მელ­საც "სი­ტის" და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია: "ვფიქ­რობ, ისი­ნი 10 ფეხ­ბურ­თე­ლი­თაც ად­ვი­ლად მო­ი­გებ­დ­ნენ ამ თა­მაშს და სა­ერ­თო­დაც, მე ვერ ვხე­დავ გუნდს, რო­მელ­საც "მან­ჩეს­ტერ სი­ტის" და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია. სა­ო­ცა­რი გუნ­დია! ნა­ხეთ, რო­გორ ეპყ­რო­ბი­ან ბურთს, რო­გო­რი ნიჭი­ე­რე­ბი არი­ან და რო­გორ იყე­ნებს გვარ­დი­ო­ლა ამ ნიჭს".

"არ­სე­ნა­ლის" ყო­ფილ­მა მცველ­მა მარ­ტინ კი­ო­უნ­მა კი პირ­და­პირ გა­ნაცხა­და: "ეს არის ჩე­მი პროგ­ნო­ზი და არ მე­ში­ნია ამის თქმის - "მან­ჩეს­ტერ სი­ტი" ამ სე­ზო­ნში არც ერთ თა­მაშს არ წა­ა­გებს".

"ტო­ტენ­ჰე­მის" ექ­ს­ფორ­ვარ­დი გა­რეთ კრუკ­სი: "ეს არის სა­უ­კე­თე­სო ფე­ხ­­ბურ­თი, რაც კი პრე­მი­ერ­ლი­გა­ში ოდ­ეს­მე ვინ­მეს უთა­მა­შია".
ფაქ­ტე­ბი

  • კე­ვინ დე ბრუ­ინ­მა ("მან­ჩეს­ტერ სი­ტი") პრე­მი­ერ­ლი­გა­ში ჩა­ტა­რე­ბულ 76 მატ­ჩ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 50 გოლ­ში (16 გა­ი­ტა­ნა, 34 - გა­ა­ტა­ნი­ნა).
  • გაბ­რი­ელ ჟე­ზუ­შის ("მან­ჩეს­ტერ სი­ტი") ხე­ლი 21 მატ­ჩი­დან 20 გოლ­ში (15 გო­ლი, 5 სა­გო­ლე პა­სი) ურე­ვია.
  • პრე­მი­ერ­ლი­გის ბო­ლო 6 მატ­ჩ­ში ლე­როი სა­ნემ ("მან­ჩეს­ტერ სი­ტი") 12 გოლ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - 6 გა­ი­ტა­ნა და ამ­დე­ნი­ვე გა­ა­ტა­ნი­ნა.
  • და­ვიდ სილ­ვას ("მან­ჩეს­ტერ სი­ტი") 72 სა­გო­ლე პა­სი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ზე მე­ტი, ვიდ­რე პრე­მი­ერ­ლი­გის ნე­ბის­მი­ერ სხვა ფეხ­ბურ­თელს 2010 წლის (და­ვიდ სილ­ვას დე­ბი­უ­ტი) შემ­დეგ.
  • მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვაა, რომ პრე­მი­ერ­ლი­გის გუნდს 12 ტუ­რის შემ­დეგ 34 ქუ­ლა აქვს. ანა­ლო­გი­უ­რი შე­დე­გი "მან­ჩეს­ტერ სი­ტის" 2011/12 წლე­ბის სე­ზონ­შიც ჰქონ­და.

 

 

ორი დაბ­რუ­ნე­ბა ერ­თი გო­ლით

"მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დის" ბო­ლ­ო­დ­­რო­ინ­დელ გარ­ჯას რომ აანა­ლი­ზებ­დ­ნენ, პრე­მი­ერ­ლი­გის ექ­ს­პერ­ტე­ბი ლა­მის ერ­თხ­მად აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, რომ ჟო­ზე მო­უ­რი­ნი­ოს გუნდს ძა­ლი­ან და­ეტყო პოლ პოგ­ბას ტრავ­მა, რომ "იუნა­ი­ტე­დი" ნა­ხე­ვარ­დაც­ვა­ში ვე­ღარ არის ისე­თი გა­უ­ვა­ლი, რო­გო­რიც პოგ­ბას­თან ერ­თად იყო, ხო­ლო ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი რომ ეხ­მა­რე­ბო­და შემ­ტე­ვებს და თა­ვა­დაც გაჰ­ქონ­და თა­ვი­სი წი­ლი, ამა­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობთ...

აგერ, დაბ­რუნ­და პოგ­ბა და ეგ­რე­ვე გა­ი­ტა­ნა, მა­ნამ­დე კი სა­გო­ლედ უპა­სა ან­ტო­ნი მარ­სი­ალს.

7-თვი­ა­ნი უქ­მო­ბის შემ­დეგ "იუნა­ი­ტედ­ში" კი­დევ ერ­თი დი­დი დაბ­რუ­ნე­ბა შედ­გა - ბო­ლო 14 წუ­თი ითა­მა­შა ზლა­ტან იბ­რა­ჰი­მო­ვიჩ­მა, რაც მო­უ­რი­ნი­ოს გუნ­დის შე­ტე­ვით პო­ტენ­ცი­ალს კი­დევ უფ­რო გაზ­რ­დის.

"წი­თელ­მა ეშ­მა­კებ­მა" შთამ­ბეჭდა­ვი გა­მარ­ჯ­ვე­ბით საკ­ლუ­ბო რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რეს - 38 მატ­ჩი "ოლდ ტრა­ფორ­დ­ზე" მარ­ცხის გა­რე­შე.


ფაქ­ტე­ბი სხვა მატ­ჩე­ბი­დან
  • "ლი­ვერ­პულ­მა" პრე­მი­ერ­ლი­გის ბო­ლო 8 სა­ში­ნაო მატ­ჩ­ში მხო­ლოდ ერ­თი გო­ლი გა­უშ­ვა.
  • პრე­მი­ერ­ლი­გის ის­ტო­რი­ა­ში მო­ჰა­მედ სა­ლაჰს "ლი­ვერ­პუ­ლის" ყვე­ლა ფორ­მა­ცი­ის ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის სე­ზო­ნის სტარ­ტი­დან სა­უ­კე­თე­სო სა­გო­ლე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს - 9.
  • ფი­ლი­პე კო­უ­ტი­ნიო მე­სა­მე ად­გილ­ზეა "ლი­ვერ­პუ­ლის" ყვე­ლა დრო­ის ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის სა­გო­ლე პა­სე­ბის მხრივ - 31. პირ­ვე­ლია სტი­ვენ ჯე­რარ­დი (92), მე­ო­რე­ზე - სტივ მაკ­მა­ნა­მა­ნი (58).
  • 2017 წლის მა­ი­სის შემ­დეგ ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა "სა­უთ­ჰემ­პ­ტო­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ერ­თი დარ­ტყ­მაც არ წა­სუ­ლა კა­რის­კენ.
  • "ვესტ ბრომ­ვიჩ­მა" "ჩელ­სის­თან" 22 პრე­მი­ერ­ლი­გუ­რი მატ­ჩი­დან 17 წა­ა­გო.
  • "ვესტ ბრომ­ვიჩს" პრე­მი­ერ­ლი­გა­ში 10 ტუ­რია არ მო­უ­გია.
  • "ვესტ ბრომ­ვიჩ­მა" ბო­ლო 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 სა­ში­ნაო პრე­მი­ერ­ლი­გუ­რი მატ­ჩი­დან ერ­თიც ვერ მო­ი­გო.
  • ან­ტო­ნიო კონ­ტემ "ჩელ­სის" მწვ­რთნე­ლის რან­გ­ში 50-ე მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა.
  • "ჩელ­სიმ" პრე­მი­ერ­ლი­გის ბო­ლო 12 სა­გა­რეო მატ­ჩი­დან 10-ში გა­ი­მარ­ჯ­ვა.
  • ედენ აზარ­მა "ჩელ­სის" ბო­ლო 6 პრე­მი­ერ­ლი­გურ მატ­ჩ­ში 5 გო­ლი გა­ი­ტა­ნა.
  • ან­ტო­ნიო კონ­ტეს მწვრთნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში "ჩელ­სიმ" მო­ი­გო ყვე­ლა ის 16 მატ­ჩი, რო­მელ­შიც ედენ აზარ­მა გა­ი­ტა­ნა ერ­თი გო­ლი მა­ინც.
  • "ჰადერ­ს­ფილდს" არ გა­უ­ტა­ნია გო­ლი (47 დარ­ტყ­მი­დან) პრე­მი­ერ­ლი­გის ბო­ლო 5 სა­გა­რეო მატ­ჩ­ში.
  • კა­ლუმ უილ­სონ­მა ("ბორ­ნ­მუ­თი") მე­ო­რედ მო­ა­ხერ­ხა პრე­მი­ერ­ლი­გის მატ­ჩ­ში ერ­თი და მე­ტი გო­ლის გა­ტა­ნა, ხო­ლო ჰეთ-თრი­კი შე­ას­რუ­ლა პირ­ვე­ლად, 2015 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ("ვესტ ჰემ­თან").
  • "ბარ­ნ­ლის" სა­უ­კე­თე­სო სტარ­ტი აქვს 1974/75 წლე­ბის სე­ზო­ნის შემ­დეგ, ხო­ლო 1975 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად მო­ა­ხერ­ხა ტოპ­ლი­გა­ში ზე­დი­ზედ 3 მატ­ჩის მო­გე­ბა.
  • ჯეკ კორ­კ­მა ("ბარ­ნ­ლი") გა­ი­ტა­ნა პირ­ვე­ლი გო­ლი პრე­მი­ერ­ლი­გის ბო­ლო 43 მატ­ჩ­ში, თა­ნაც - ყო­ფი­ლი გუნ­დის ("სუ­ონ­სი") წი­ნა­აღ­მ­დეგ.
  • "კრის­ტალ პა­ლასს" 12 ტუ­რის შემ­დეგ 5 ქუ­ლა აქვს. პრე­მი­ერ­ლი­გა­ში მხო­ლოდ ერ­თ­მა გუნ­დ­მა ("ევერ­ტო­ნი" 1994/95 წლე­ბის სე­ზონ­ში) შეძ­ლო გა­ვარ­დ­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა სე­ზო­ნის ამ ეტაპ­ზე 5 და ნაკ­ლე­ბი ქუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში.
პრემიერლიგა. XII ტური:
არ­სე­ნა­ლი-ტო­ტენ­ჰე­მი 2:0
გო­ლე­ბი: 1:0 მუს­ტა­ფი (36), 2:0 ალექ­სის სან­ჩე­სი (41)
არ­სე­ნა­ლი (3-4-2-1): ჩე­ხი - კო­სი­ელ­ნი, მუს­ტა­ფი, მონ­რე­ა­ლი - ბე­ლე­რი­ნი, რემ­ზი, ჯა­კა, კო­ლა­ში­ნა­ცი - იოზი­ლი (84. ივო­ბი), ალექ­სის სან­ჩე­სი - ლა­კა­ზე­ტი (73. კო­კე­ლე­ნი).
ტო­ტენ­ჰე­მი (3-4-2-1): ლო­რი­სი - და­ვინ­სონ სან­ჩე­სი, და­ი­ე­რი, ვერ­ტონ­გე­ნი - ტრი­პი­ე­რი, სი­სო­კო, დემ­ბე­ლე (63. უინ­ქ­სი), დე­ვი­სი - ერიქ­სე­ნი, ალი (75. სო­ნი) - კე­ი­ნი (75. ლო­რენ­ტე).

ბორ­ნ­მუ­თი-ჰა­დერ­ს­ფილ­დი 4:0
გო­ლე­ბი: 1:0 უილ­სო­ნი (26), 2:0 უილ­სო­ნი (31), 3:0 არ­ტე­რი (70), 4:0 უილ­სო­ნი (84)
გაძე­ვე­ბა: ფრენ­სი­სი (45. ბორ­ნ­მუ­თი)


ბარ­ნ­ლი-სუ­ონ­სი 2:0
გო­ლე­ბი: 1:0 კორ­კი (29), 2:0 ბარ­ნ­სი (40)

კრ. პა­ლა­სი-ევერ­ტო­ნი 2:2

გო­ლე­ბი: 1:0 მა­კარ­ტუ­რი (2), 1:1 ბე­ინ­სი (6-პენ), 2:1 ზა­ჰა (35), 2:2 ნი­ა­სე (45)

ლეს­ტე­რი-მან­ჩეს­ტერ სი­ტი 0:2
გო­ლე­ბი: 0:1 გაბ­რი­ელ ჟე­ზუ­ში (45), 0:2 დე ბრუ­ი­ნი (49)
სი­ტი (4-3-3): ედერ­სო­ნი - უოლ­კე­რი, სტო­უნ­ზი (31. მან­გა­ლა), კომ­პა­ნი, დელ­ფი - დე ბრუ­ი­ნი (90. გი­უნ­დო­გა­ნი), ფერ­ნან­დი­ნიო, და­ვიდ სილ­ვა - სტერ­ლინ­გი (84. ბერ­ნარ­დო სილ­ვა), სა­ნე, გაბ­რი­ელ ჟე­ზუ­ში.

ლი­ვერ­პუ­ლი-სა­უთ­ჰემ­პ­ტო­ნი 3:0
გო­ლე­ბი: 1:0 სა­ლა­ჰი (31), 2:0 სა­ლა­ჰი (41), 3:0 კო­უ­ტი­ნიო (68)
ლი­ვერ­პუ­ლი (4-3-3): მი­ნო­ლე - ალექ­სან­დ­რე-არ­ნოლ­დი, კლა­ვა­ნი, ლოვ­რე­ნი, მო­რე­ნო - ვე­ი­ნალ­დუ­მი, ჰენ­დერ­სო­ნი, კო­უ­ტი­ნიო (69. ჩა­ნი) - სა­ლა­ჰი (80. მილ­ნე­რი), მა­ნე (74. ოქ­ს­ლე­იდ-ჩემ­ბერ­ლე­ნი), ფირ­მი­ნო.


ვესტ ბრომ­ვი­ჩი-ჩელ­სი 0:4
გო­ლე­ბი: 0:1 მო­რა­ტა (17), 0:2 აზა­რი (23), 0:3 ალონ­სო (38), 0:4 აზა­რი (62)
ჩელ­სი (3-5-1-1): კურ­ტუა - კრის­ტენ­სე­ნი, კე­ჰი­ლი, ას­პი­ლი­კუ­ე­ტა - ძა­პა­კოს­ტა, ფაბ­რე­გა­სი (67. დრინ­კუ­ო­ტე­რი), კან­ტე (77. ვი­ლი­ა­ნი), ბა­კა­ი­ო­კო, ალონ­სო - აზა­რი (71. პედ­რო) - მო­რა­ტა.


მან­ჩეს­ტერ იუნ-ნი­უ­კას­ლი 4:1
გო­ლე­ბი:
0:1 გა­ი­ლი (14), 1:1 მარ­სი­ა­ლი (37), 2:1 სმო­ლინ­გი (45+2), 3:1 პოგ­ბა (54), 4:1 ლუ­კა­კუ (70)
მან­ჩეს­ტე­რი (4-2-3-1): დე ხეა - ვა­ლენ­სია, ლინ­დე­ლი­ო­ფი, სმო­ლინ­გი, იან­გი - პოგ­ბა (70. ფე­ლა­ი­ნი), მა­ტი­ჩი - რაშ­ფორ­დი, მა­ტა (83. ერე­რა), მარ­სი­ა­ლი (77. იბ­რა­ჰი­მო­ვი­ჩი) - ლუ­კა­კუ.

უოტ­ფორ­დი-ვესტ ჰე­მი 2:0
გო­ლე­ბი: 1:0 ჰი­უ­ზი (11), 2:0 რი­ჩარ­ლი­სო­ნი (64)

ორ­შა­ბა­თი, 20 ნო­ემ­ბე­რი
ბრა­ი­ტო­ნი-სტო­კი 23:59

ბომ­ბარ­დი­რე­ბი: 9 - მო­ჰა­მედ სა­ლა­ჰი (ლი­ვერ­პუ­ლი); 8 - სერ­ხიო აგუ­ე­რო (მან­ჩეს­ტერ სი­ტი), ჰა­რი კე­ი­ნი (ტო­ტენ­ჰე­მი), გაბ­რი­ელ ჟე­ზუ­ში (მან­ჩეს­ტერ სი­ტი), რო­მე­ლუ ლუ­კა­კუ (მან­ჩეს­ტერ იუნ), ალ­ვა­რო მო­რა­ტა (ჩელ­სი); 7 - რა­ჰიმ სტერ­ლინ­გი (მან­ჩეს­ტერ სი­ტი).

მომ­დევ­ნო ტუ­რი

24 ნო­ემ­ბე­რი: ვესტ ჰე­მი-ლეს­ტე­რი

25 ნო­ემ­ბე­რი:
კრ. პა­ლა­სი-სტო­კი, მან­ჩეს­ტერ იუნ-ბრა­ი­ტო­ნი, ნი­უ­კას­ლი-უოტ­ფორ­დი, სუ­ონ­სი-ბორ­ნ­მუ­თი, ტო­ტენ­ჰე­მი-ვესტ ბრომ­ვი­ჩი, ლი­ვერ­პუ­ლი-ჩელ­სი

26 ნო­ემ­ბე­რი: სა­უთ­ჰემ­პ­ტო­ნი-ევერ­ტო­ნი, ბარ­ნ­ლი-არ­სე­ნა­ლი, ჰა­დერ­ს­ფილ­დი-მან­ჩეს­ტერ სი­ტი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული