პრემიერლიგის მე-13 ტურში ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" შედგა, სადაც "ლივერპულმა" ხელიდან გაუშვა გამარჯვება და ყაიმს, 1:1-ს დასჯერდა.
ანგარიში 65-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა სალაჰმა გახსნა (ეს ამ სეზონში თავის კლუბში მისი მე-15 გოლია ) და თავისი ყოფილი გუნდის კარში შეგდებული ბურთი არ აღნიშნა, ხოლო 85-ე წუთზე ვილიანმა საპასუხო გოლი გაიტანა.
"წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ მეტოქე 8 ფეხბურთელით იცავდა თავს, ორივე გუნდს მძიმე კვირა ქონდა, ასეთი კარგი ყაიმი იშვიათად უნახავს, იღბალმა ისევ უმტყუნა და აზრზე მოსასვლელად გარკვეული დრო სჭირდება.
მისმა ვიზავიმ კონტემ აღნიშნა, რომ ძნელია ყოველ მესამე დღეს თამაში, თანაც სამი შეხვედრის ზედიზედ სტუმრად ჩატარება მოუწიათ, ქულით კმაყოფილია, თუმცა მოგებაც შეეძლოთ.
"მანჩესტერმა" დუნკის ავტოგოლით სახლში 1:0 დაამარცხა ბრაიტონი, "მანიუს" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კი აღიარა, რომ მოწინააღმდეგე წაგებას არ იმსახურებდა და ეს ამ სეზონში მათი ყველაზე რთული შეხვედრა იყო.
ისევ წაიბორძიკა "ტოტენჰემმა", ამჯერად "უემბლიზე" "ვესტ ბრომვიჩთან" (თამაშს 65 905 მაყურებელი დაესწრო), ფრით (1:1) მოუწია დაკმაყოფილება და თავისი ლიდერის ჰარი კეინის მადლობელი უნდა იყოს, რომ სულაც არ დამარცხდა.
დღეს ორი მეტად საინტერესო შეხვედრაა: "ბარნლი" "არსენალს", ხოლო "ჰადერსფილდი" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.
00:52 26-11-2017
პრემიერლიგა: საბრძოლო ფრე "ენფილდზე" [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული