პრემიერლიგის მე-13 ტურში "მანჩესტერ სიტი" დიდ უპირატესობას ფლობდა სტუმრად "ჰადერსფილდთან" ჩატარებულ შეხვედრაში, ბურთის ფლობა 73/27-ზე იყო, მაგრამ რახიმ სტერლინგის მიერ 84-ე წუთზე გატანილი გოლით ძლივს გაიმარჯვა 2:1. ნამატჩევს "ქალაქელების" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ადრე თუ გვიან ჩვენ დავმარცხდებით, ეს შეიძლებოდა დღეს მომხდარიყო. ოთხ ტურნირზე როდესაც მონაწილეობ და კვირაში სამჯერ გიწევს თამაში, რა თქმა უნდა, პრობლემა გექმნება. როცა წავაგებთ, საინტერესოა როგორი რეაქცია ექნებათ ფეხბურთელებს.
მიჯრით 18 მატჩი მოვიგეთ, აქედან 11 ინგლისის ჩემპიონატზე, რაც შესანიშნავი შედეგია. ჩინებული დროება გვიდგას. სერიოზულ
მეტოქეს ვძლიეთ. დეკემბერი მოახლოვდა, ასეთი დატვირთული კალენდრისას მოთამაშეებს ძალების აღსადგენად დრო არ ეყოფათ".