"მაქსიმალურად მომზადებულნი უნდა ვიყოთ, ყოველი მატჩის მოგებას შევეცადოთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. რა თქმა უნდა, ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელების უმეტესობა საუკეთესო ფორმაში 2-4 წლის შემდეგ იქნება, მაგრამ ტურნირზე ტურისტებად არ გავემგზავრებით. ამაში ინგლისში არავინ არ დაგვეთანხმება.
არ შეიძლება არ შევეცადოთ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას. ბოლო ორი ტურნირი ჩავაგდეთ. საჭიროა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. თუმცა, ისინი ამბიციურები არიან და ყველაფერი წინა აქვთ".