რაჰიმ სტერლინგს პრემიერლიგაში ყველაზე დიდი ხელფასი ექნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ინგლისელი შემტევი რაჰიმ სტერლინგი ინგლისის პრემიერლიგაში, შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს.

ინგლისური მედიის ვარაუდით, სტერლინგის ხელფასი კვირაში 300 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.

ამის შესახებ ინგლისური გამოცემა "სანის" რეპორტიორი იუწყება, რომელიც აცხადებს, რომ კლუბი სერიოზულად განიხილავს სტერლინგის გუნდში დატოვების პერსპექტივას და საამისოდ რეკორდულ ხელფასსაც უმზადებს.

პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის სტატუსს, ამჟამინდელი მონაცემებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბა ფლობს, რომელსაც 290 ათასი ფუნტი აქვს.

სტერლინგი ბრწყინვალედ გამოიყურება მიმდინარე სეზონში და გასაკვირი ნამდვილად არაა "სიტის" სურვილი, გუნდში დაიტოვოს ერთ-ერთი ლიდერი.
სტერლინგის უპრეცედენტოდ მაღალი ხელფასის ფონზე, საინტერესოა, რა უნდა გადაუხადოს "მანჩესტერ სიტიმ" კევინ დე ბრუინს, რომელიც გუნდის საუკეთესო მოთამაშის სტატუსს ატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული