დროის გაყვანის ხელოვნება - რაიან ბერტრანის უცნაური აუტი [VIDEO]

AutoSharing Option
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ინგლისის პრემიერლიგაში.  დროის გაყვანის ხელოვნება ახალ სიმაღლეზე აიყვანა "საუთჰემპტონის" მცველმა, რაიან ბერტრანმა.

"ბორნმუთსა" და "საუთჰემპტონს" შორის მიმდინარე დაპირისპირებაში, შეხვედრის პირველ კომპენსირებულ წუთზე აუტს აწვდიდა "წმინდანების" მცველი ბერტრანი, რომელმაც ამის გაკეთება ძალიან უჩვეულოდ და ორიგინალურად გადაწყვიტა. ნაცვლად იმისა, რომ ბურთი თამაშში შეეყვანა, ბერტრანმა იგი "ბორნმუთის" გულშემატკივრებისკენ გაუშვა.

ინგლისელი მცველი არ დაიბნა და ვითარების გამოსწორება იუმორის მოშველიებით გადაწყვიტა. მან ჟესტიკულაციით ყველას მიანიშნა, რომ მისი ეს ქმედება დროის გაყვანას ემსახურებოდა, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი ენერგიულად აღნიშნავდა თავისი გუნდის მიერ
სტუმრად მოპოვებულ 1 ქულას.

ბრიტანულმა მედიამ უყურადღებოდ არ დატოვა ეს ფაქტი და სხვადასხვა გამოცემები ბერტრანის კრიტიკით დაკავდნენ. იუმორი დაუწუნეს ინგლისელს და აღნიშნეს, რომ მისი ეს ქმედება პროვოკაციული ხასიათის იყო. ამას გარდა, ბერტრანის თავმოყვარეობასაც შეეხნენ და აღნიშნავდნენ, რომ "ბორნუთთან" ფრის მისაღწევად მსგავის მეთოდების გამოყენება და შემდეგ ამით თავის მოწონება, ღირსეული სპორტსმენის საქციელს არ ჰგავსო.

ბერტრანის გუშინდელი პერფორმანსი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში:


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული