The Sun: "სიტის" ფეხბურთელებმა ჟოზე მოურინიოს სახეზე წყალი და რძე შეასხეს

AutoSharing Option

ინგლისის პრემიერლიგის მე–16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, მანჩესტერულ დერბიში, ''იუნაიტედი'' საკუთარ მოედანზე ''სიტისთან'' 1:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი ინციდენტი მოხდა. ''სიტის'' ფეხბურთელები გასახდელში ხმამაღლა მღეროდნენ და ზეიმობდნენ.

ამ ფაქტმა მოურინიო ძალიან გააღიზიანა და რომელუ ლუკაკუსთან ერთად ''სიტის'' გასახდელში შევიდა და მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, სიტუაცია იმ დონეზე დაიძაბა, რომ მოურინიოს სახეზე წყალი და რძე შეასხეს, ბოლოს კი ბოთლი ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაცია ორივე გუნდმა უარყო.

მომზადებულია The sun-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული