ზედიზედ მესამედ: პრემიერლიგაში თვის საუკეთესო მწვრთნელი კვლავ გვარდიოლაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის'' პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ვერ აჩერებენ. ''ქალაქელებმა'' 17 ჩატარებული შეხვედრიდან 16 თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს, რაც რა თქმა უნდა, ხოსეპ გვარდიოლას დამსახურებაა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ეს შედეგი ესპანელ დამრიგებელს არ დაუკარგა და ზედიზედ მესამედ, ამჯერად უკვე ნოემბრის თვის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

"მანჩესტერ სიტი'' უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ ''იუნაიტედს'' 11 ქულით უსწრებს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ''ბაზელს'' დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული