სტერლინგს თავს ლონდონის "ტოტენჰემთან" პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩამდე დაესხნენ.
ჰავბეკს ჯერ რასობრივ ნიადაგზე მიაყენეს შეურაცხყოფა, შემდეგ კი უცნობმა სტერლინგს ფეხში ჩაარტყა. მომხდარი კამერაზე იქნა დაფიქსირებული, იტყობინება The Telegraph-ი.
"მანჩესტერის" პოლიციის პრესმდივნის თქმით, გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა "ტოტენჰემთან" მატჩში დუბლი გაიფორმა, ხოლო "სიტიმ" 4:1 მოიგო.