რაჰიმ სტერლინგს "ტოტენჰემთან" მატჩამდე თავს დაესხნენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს, რაჰიმ სტერლინგს თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტი კვალიფიცირდება, როგორც დანაშაული ზიზღის ნიადაგზე.

სტერლინგს თავს ლონდონის "ტოტენჰემთან" პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩამდე დაესხნენ.

ჰავბეკს ჯერ რასობრივ ნიადაგზე მიაყენეს შეურაცხყოფა, შემდეგ კი უცნობმა სტერლინგს ფეხში ჩაარტყა. მომხდარი კამერაზე იქნა დაფიქსირებული, იტყობინება The Telegraph-ი.

"მანჩესტერის" პოლიციის პრესმდივნის თქმით, გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა "ტოტენჰემთან" მატჩში დუბლი გაიფორმა, ხოლო "სიტიმ" 4:1 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამაგიეროს გადახდა სწორედ ასე უნდა.
სოსო
14:22 18-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული