ლონდონის ''ჩელსის'' ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ცოლს ირთავს. ესპანელი ფეხბურთელის რჩეული დანიელა სემანია, რომელთანაც ურთიერთობა 2011 წლიდან მოყოლებული აქვს.
წყვილს ერთმანეთთან სამი შვილი აკავშირებს, თავად დანიელას კი პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ სემანი ფაბრეგასზე 12 წლით უფროსია.
წყვილი დაქორწინებას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გეგმავს.