მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალთან" მარცხის შემდეგ "პარი სენ ჟერმენის" გულშემატკივრებმა ლიონელ მესის დაუსტვინეს. არასასიამოვნო ფაქტს ექს "ბარსელონელი" ცესკ ფაბრეგასი გამოეხმაურა.
"ლეოს საქმე მარტივადაა, ჩემთვის არგენტინელი საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის გვერდითაც მითამაშია, თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ რაც მისგან ვნახე მსგავსი არაფერი მინახავს. "კამპ ნოუზე" მეც დამისტვინეს. ვიცი რაც პსჟ-ში მოხდა, გულშემატკივრებს სურდათ, რომ ფეხბურთელი წნეხის ქვეშ მოაქციონ. როდესაც კარგად თამაშობ მხარს გიჭერენ, შენს სახელს სკანდირებენ, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც საქმე ჩავარდება გისტვენენ, მაგალითად, ნეიმარის ეპიზოდი.
ისინი სპორტსმენებს აკრიტიკებენ, რომ დიდ ანაზღაურებას ირებს, მართალია
"რეალთან" წააგეს, თუმცა არ უნდოდათ გამარჯვება? ეს ხომ პირველ რიგშია გასათვალისწინებელი? თქვენ ლიონელ მესიზე საუბრობთ, "პარი სენ ჟერმენს" ასეთი ფეხბურთელი არ ჰყოლია და არც არასდროს ეყოლება, უკეთესია მხარი დაუჭიროთ ვიდრე დაუსტვინოთ, მომავალ წელს ეს ბიჭები საოცარ მომენტებს გაჩუქებენ" - განაცხადა ესპანელმა Marca-სთან ინტერვიუში.