ბირმინგემის ''ასტონ ვილას'' მცველის განცხადებით, კონტეს ვარჯიშები, მოურინიოსთან შედარებით, უფრო დამღლელი იყო.
ტერის თქმით, იტალიელი სპეციალისტი ტაქტიკაზე ძალიან ბევრს მუშაობდა.
"რა თქმა უნდა, კონტეს ვარჯიშები უფრო დამღლელი იყო, ვიდრე მოურინიოსი. იგი ვარჯიშზე ძალიან მომთხოვნია, რაც იტალიელი მწვრთნელებისთვის დამახასიათებელია.
იგი ყოველ ვარჯიშზე ძალიან ბევრ შესაძლო ტაქტიკაზე გვავარჯიშებდა", - განაცხადა ტერიმ.