"ეს გუნდი ჩემს თაობაში საუკეთესოა და ძალიან მიყვარს" - ტერიმ დაასახელა ყველაზე ძლიერი კლუბი, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია

AutoSharing Option
"ჩელსის" ყოფილმა მცველმა ჯონ ტერიმ განაცხადა, რომ "ბარსელონას" ფანია და ეს გუნდი ძალიან უყვარს. როგორც ინგლისელი აღნიშნავს, "ბლაუგრანა" მისი თაობის საუკეთესო გუნდია.

"საიდუმლო არაა, რომ "ბარსელონას" ფანი ვარ. მიყვარს ეს გუნდი. არის თუ არა ეს გუნდი ყველაზე ძლიერი, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია? რა თქმა უნდა, "ბარსა" ჩემი თაობის საუკეთესო გუნდია", - ამბობს ტერი.

კატალონიელებმა გასულ სეზონში ლა ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავეს. 2022/23 წლების პრიმერა დივიზიონი 12 აგვისტოს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული