ჯონ ტერი: კონტეს ვარჯიშები ძალიან დამღლელია

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯონ ტერიმ კლუბის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

ბირმინგემის ''ასტონ ვილას'' მცველის განცხადებით, კონტეს ვარჯიშები, მოურინიოსთან შედარებით, უფრო დამღლელი იყო.

ტერის თქმით, იტალიელი სპეციალისტი ტაქტიკაზე ძალიან ბევრს მუშაობდა.

"რა თქმა უნდა, კონტეს ვარჯიშები უფრო დამღლელი იყო, ვიდრე მოურინიოსი. იგი ვარჯიშზე ძალიან მომთხოვნია, რაც იტალიელი მწვრთნელებისთვის დამახასიათებელია.

იგი ყოველ ვარჯიშზე ძალიან ბევრ შესაძლო ტაქტიკაზე გვავარჯიშებდა", - განაცხადა ტერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული