"13 წლისა კაცებთან ერთად ვთამაშობდი. ბრაზილიაში ეს ქუჩის კალათბურთს ჰგავს. ბევრი სიბინძურე და უხეშობაა. ლიგის უძლიერეს გუნდს ვხვდებოდით და ყველა კითხულობდა:"ვინ არის ეს ბავშვი?"
მე-4 წუთზე მცველი მოვატყუე და გოლი გავიტანე. იმ მცველმა მითხრა, რომ ფეხებს მომამტვრევდა. თუმცა, ისევ მივიღე ბურთი და ისევ გავიტანეთ გოლი. მატჩი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩვენ გავიმარჯვეთ. მერე იმ ფეხბურთელს ავტომობილის პარკირების ადგილას უნდოდა
ეს ამ ისტორიის დასასრული არ არის. შობას ოჯახის სანახავად სახლში გავემგზავრე, ბანკში ვაპირებდი შესვლას და ის ფეხბურთელი შემხვდა, რომელიც რამოდენიმე წლის წინ მემუქრებოდა და მითხრა:"ეი, პატარავ, გახსოვარ? მინდოდა შენთვის ფეხები მომემტვრია. ახლა ჩემს საყვარელ გუნდში თამაშობ. მიყვარხარ, ძმაო".
ორივემ გავიცინეთ და სურათი გადავიღეთ".