10:23 20-12-2017
ლიგის თასი: "არსენალმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა, ჟირუმ ტრავმა მიიღო [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის ერთადერთი გოლი "მეთოფეთა" ინგლისელმა ფორვარდმა დენი უელბეკმა 42-ე წუთზე გაიტანა.
შეხვედრაში "არსენალის" ფრანგი ლეგიონერები, ოლივიე ჟირუ და ფრანსის კოკლენი დაშავდნენ.
"არსენალის" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის განცხადებით, ჟირუმ ფეხის ტრავმის გამო, შესაძლოა, 3 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშოს.
დღეს, 20 დეკემბერს ინგლისის ლიგის თასის კიდევ ერთი მეოთხედფინალი გაიმართება, რომელშიც ლონდონის "ჩელსი" "ბორნმუთს" დაუპირისპირდება, 21 დეკემბერს კი "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრისტოლ სიტის" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული