"მანჩესტერი" ედენ აზარის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ედენ აზარის შესაძენად ემზადება. ბელგიელი ფეხბურთელის დამატების სურვილი მის ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს აქვს.

"სანის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" "არისტოკრატებისთვის" 90 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ.

აზარის შეძენა ასევე მადრიდის "რეალსაც" სურს, თუმცა "სამეფო კლუბს" ლონდონელებისთვის ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავთ.

ედენ აზარი "ჩელსის" ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავს და ამ დროის განმავლობაში, 189 შეხვედრაში 62 გატანილი გოლი დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული