"სანის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" "არისტოკრატებისთვის" 90 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ.
აზარის შეძენა ასევე მადრიდის "რეალსაც" სურს, თუმცა "სამეფო კლუბს" ლონდონელებისთვის ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავთ.
ედენ აზარი "ჩელსის" ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავს და ამ დროის განმავლობაში, 189 შეხვედრაში 62 გატანილი გოლი დაუგროვდა.