ტონი ადამსი: მთვრალი პატრიკ ვიეირა მაგიდაზე ცეკვავდა - "არსენალის" ფეხბურთელების საშობაო ისტორია

AutoSharing Option
1996 წელს, როდესაც არსენ ვენგერი ლონდონის "არსენალში" ახალი მისული იყო,  მან "მეთოფეებში" სათამაშოდ თანამემამულე პატრიკ ვიეირა მიიწვია.

შობის პერიოდში ფრანგი სპეციალისტი ყოყმანობდა, მიეცა თუ არა ფეხბურთელებისთვის გართობის შესაძლებლობა.

მაგრამ ბოლოს, გუნდის კაპიტან ტონი ადამსის თხოვნით, მან ფეხბურთელებს ამის უფლება მისცა.

როგორც ადამსი იხსენებს, ფეხბურთელთა ტრადიციით, ისინი ბარში მიდიოდნენ, გათიშვამდე სვამდნენ, მეორე დღეს ისვენებდნენ და ნაბახუსევზე გამოდიოდნენ.

ვიეირა კი, გუნდში ახალი გადასული იყო და ამ ტრადიციის შესახებ არაფერი იცოდა.

იგი ბარში მანქანით მივიდა და თქვა, რომ მისი აზრით, ფეხბურთელები მხოლოდ ერთი
ჭიქა ღვინის დალევას აპირებდნენ.

"არსენალის" ფეხბურთელებმა ამაზე ბევრი იხალისეს, ვიეირას გასაღები გამოართვეს და პატრიკიც გუნდის ფეხბურთელებს სმაში შეუერთდა.

მალე მთვრალი ვიეირა მაგიდაზე ცეკვავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული