The Mirror: "არსენალს" დრაქსლერის შეძენა 40 მილიონი ევრო დაუჯდება

AutoSharing Option
პსჟ-მა ლონდონის "არსენალს" თავისი ნახევარმცველის, იულიან დრაქსლერის ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მოსთხოვა. ინფორმაციას ინგლისური პრესა ავრცელებს.

24 წლის გერმანელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესის შემცვლელად განიხილება, რომელიც კარიერას, სავარაუდოდ, "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს.

თავის მხრივ კი, პსჟ-ს უეფას მხრიდან დაკისრებული რეგულაციების გამო რამდენიმე ფეხბურთელთან განშორება მოუწევს.

იულიან დრაქსლერი პარიზულ კლუბში 2016 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს, მიმდინარე სეზონში კი, 16 შეხვედრაში 2 გოლის ავტორი გახდა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული