ტონი პულისი სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდა

AutoSharing Option
გამოცდილი უელსელი სპეციალისტი ტონი პულისი რამდენიმე კვირის უკან "ვესტ ბრომვიჩიდან" გაათავისუფლეს, თუმცა მან ახალი სამუშაო ადგილი მალევე იპოვა.

ამიერიდან, 59 წლის სპეციალისტი ინგლისის "ჩემპიონშიპის" ბინადარ "მიდლსბროს" დამოძღვრავს.

აღსანიშნავია, რომ "რივერსაიდის" ბინადართა ხელმძღვანელობამ ყოფილი დამრიგებელი გარი მონკი მოგებული თამაშის შემდეგ გაათავისუფლა.

თუმცა, "ბოროს" შედეგები მიმდინარე სეზონში დამაკმაყოფილებელი რომ არ არის, ფაქტია.

"მიდლსბრო" 35 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება და პრემიერლიგაში პირდაპირ გადამსვლელ პოზიციას მთელი 12 ქულა აშორებს.

მომზადებულია talksport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული