იურგენ კლოპი: ბოლო 30 წუთი ფანტასტიკური იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-20 ტურში "სუონსის" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღფრთოვანება ვერ დამალა:

"მატჩის უკანასკნელი ნახევარი საათი ფანტასტიკური იყო. იქამდე მხოლოდ ჩვენს სამუშაოს ვასრულებდით. მთლად ადვილი თამაში არ ყოფილა. სასიამოვნოდ საყურებელი შეხვედრა გახლდათ. დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ვიცი, ადამიანები ხშირად მოუთმენლები არიან და მხოლოდ შედეგს ითხოვენ. ახლა ყველაფერი კარგად გვაქვს. "არსენალთან" კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ 5-წუთიანი მონაკვეთი ჩავაგდეთ. მაშინ ფრით მოგვიწია დაკმაყოფილება.

კარგია, რომ ლალანა დაგვიბრუნდა. ფორმაში ჩასადგომად დრო სჭირდება. შევეცადეთ მისთვის მაქსიმალურად შესაძლებელი დრო მიგვეცა. გვინდა მეტი ითამაშოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული