"ევერტონმა" შეტევა თურქი ფორვარდით გააძლიერა

AutoSharing Option
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა "ევერტონმა" თურქი ფეხბურთელი ჩენქ ტოსუნი შეიძინა.

ლივერპულელებს აღნიშნული ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდებათ. "ბეშიქთაშის" ყოფილი ფორვარდი სამედიცინო შემოწმების გასავლელად ინგლისში, სავარაუდოდ, ხვალ ჩავა.

ტოსუნს სტამბოლური კლუბის შემადგენლობაში 91 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი 46 გატანილი გოლით გამოიჩინა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული