Le Buteur: "არსენალი" მაჰრეზის შეძენას იანვარში შეეცდება

AutoSharing Option
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" იანვრის სატრანსფერო პერიოდში რიად მაჰრეზის შეძენას შეეცდება.

"მეთოფეებს" ალჟირელის ყიდვა ზაფხულშიც სურდათ, თუმცა მაშინ "ლესტერმა" ფეხბურთელის გაყიდვა არ ისურვა.

26 წლის აფრიკელის სატრანსფერო თანხად 45 მილიონი ევრო სახელდება.

იგი, სავარაუდოდ, ალექსის სანჩესის შემცვლელი უნდა გახდეს, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

მაჰრეზმა მიმდინარე სეზონში "მელიების" მაისური 20-ჯერ მოირგო და თავი 6 გატანილი გოლითაც გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული