ბელგიელ ნახევარმცველს მადრიდის "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ტიერიმ ისიც აღნიშნა, რომ აზარს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის დეტალები არ შეუთანხმებია.
აზარს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. სატრანსფერო მარკეტზე 26 წლის ბელგიელს 75 მილიონ ევროდ აფასებენ.
აზარმა ამ სეზონში ლონდონური კლუბის მაისურით 25 შეხვედრა გამართა, 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.