ეს საინტერესოა-კარაგერი:გვარდიოლა "მანჩესტერსაც" მოაგებინებდა პრემიერლიგას

AutoSharing Option
Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ჯეიმი კარაგერმა "ტელეგრაფისთვის" მიცემულ ინტერვიუში "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა. ნუ დაიზარებთ და "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელის მიერ მოყვანილი არგუმენტები წაიკითხეთ:

"ჟოზე მოურინიო ბრძანებს, რომ "სიტი" ტრანსფერებზე მეტ ფულს ხარჯავს. თუმცა, აქ ერთი არსებითი მომენტია. ვფიქრობ, პეპ გვარდიოლა რომ იყოს "მანიუს" მწვრთნელი, ინგლისის ჩემპიონატს მოაგებინებდა. მოდით, დავუბრუნდეთ სეზონის დასაწყისს და გუნდების შემადგენლობები შევადაროთ. ედერსონი დე ხეაზე უკეთესი მეკარეა? ოტამენდი და სტოუნზი ბაიისა და ჯონსზე უკეთესი მცველები არიან? "იუნაიტედის" ფანებს თავიანთ გუნდში მატიჩის ყოლა ერჩივნათ თუ ფერნანდინიოსი?

"მანჩესტერმა" მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდი დაამყარა, როდესაც პოგბა შეიძინა, შემდეგ კი ლუკაკუც დაიმატა, რომელიც შარშან პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო. რომელმა ინგლისურმა კლუბმა დახარჯა ტრანსფერებზე უფრო მეტი ფული?

გასულ წელს "მანჩესტერის" ფანები რეშფორდს სტერლინგში გაცვლიდნენ? როდესაც მარსიალი გადაიყვანეს, სანეზე უფრო პოპულარული არ იყო?

მართალია, შოუ მოურინიოს დანიშვნამდე გადაიბირეს, მაგრამ გაბრიელ ჟეზუშზე მეტი თანხა დაუჯდათ - 30 მილიონი ფუნტი. ასე რომ, მოუს წუწუნი უსაფუძვლოა.

შეგვიძლია გავაგრძელოთ. პორტუგალიელი ამბობს, რომ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ ტაქტიკური დავალების შესრულება. მის ადგილზე გვარდიოლა სხვაგვარად მოიქცეოდა.

ეხლაც ჟოზეს გუნდი სავსეა სუპერვარსკვლავებით და მათი რეპუტაცია "მანიუში" გადასვლამდე უფრო მაღალი გახლდათ. მაგალითად, მხითარიანი, პოგბა და ლუკაკუ. პროგრესირებენ ისინი მოუს ხელში? აი, სწორედ ესაა ამ გუნდისათვის პრობლემური კითხვა.

"ქალაქელები" იმიტომ ლიდერობენ, რომ გვარდიოლას ხელში ფეხბურთელები პროგრესირებენ. ისინი ნიჭიერები და არაზრდასრული მოთამაშეები არიან. მოურინიო კი აქცენტს გამოცდილ და შემდგარ კადრებზე აკეთებს.

თუ გინდა გუნდი გააკეთო, ჟოზე მწვრთნელად არ უნდა მიიწვიო. ის რომ "სიტის" თავკაცი იყოს, ეს გუნდი ასეთ ფეხბურთს ნამდვილად არ ითამაშებდა".
მკითხველის კომენტარები / 4 /
დათო-ს მანჩესტერშია აბა სად არის? :))))
გიორგი
00:43 31-12-2017
1
ძალიან კარგი ანალიზია, ყოჩაღ.
პენსიონერი
22:48 30-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული