"მანჩესტერ სიტიმ" 2 ქულა, გაბრიელ ჟეზუში და დე ბრიუნე დაკარგა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 21-ე ტურში შეწყდა ინგლისის ჩემპიონატზე "მანჩესტერ სიტის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია. "ქალაქელები" ლონდონში ერთ-ერთ აუტსაიდერთან", "კრისტალ პალასთან" კინაღამ დამარცხდნენ, როდესაც 90-ე წუთზე სტერლინგმა საკუთარ საჯარიმოში ზაჰა წააქცია და მილივოევიჩს პენალტი ედერსონმა აუღო.

ამ შეხვედრის მე-11 წუთზე ტაუნსენდთან ბრძოლისას შპაგატში ჩაჯდა "სიტის" თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუში, რომელმაც 24-ე წუთზე შეცვლა ითხოვა და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.

ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი კელი დე ბრიუნეს ეუხეშა და ბელგიელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ასევე საკაცით გაიყვანეს მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი პანჩეონი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სათაურია, დაეცემი :)))
odala
14:38 01-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული