2 იანვარს პრემიერლიგაში XXII ტურის რამდენიმე მატჩი გაიმართა.
"მანჩესტერ სიტიმ" შინ "უოტფორდი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ანგარიში რაჰიმ სტერლინგმა 38-ე წამზე გახსნა და მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. შემდეგ "სიტის" უპირატესობა ორამდე კრისტიან კაბასელეს ავტოგოლით ორამდე გაიზარდა. 63-ე წუთზე სერხიო აგუერომ შეაგდო. სტუმრებიდან პრესტიჟის გოლის გატანა ენდრიუ გრეიმ 82-ე წუთზე შეძლო.
ლონდონის "ტოტენჰემმა" სტუმრად "სუონსი" ფერნანდო ლორენტესა და დელე ალის გოლებით დაამარცხა.
"ვესტ ჰემმა" კი შინ "ვესტ ბრომვიჩს" 2:1 სძლია. ენდი ქეროლმა დუბლის გაფორმება შეძლო, ხოლო სტუმრებიდან ერთი გოლი ჯეიმს მაკლინმა გაქვითა.
XXII ტურის კიდევ ერთი მატჩი 3 იანვარს (23:45) გაიმართება, სადაც ლონდონურ დერბიში "არსენალი" "ჩელსის" უმასპინძლებს, ხოლო 4 იანვარს "ტოტენჰემი" გამოტოვებულ შეხვედრას "ვესტ ჰემთან" ჩაატარებს.
10:16 03-01-2018
პრემიერლიგა. XXII ტური: გოლი 38-ე წამზე! [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული